რუსუდან (რუსა) მორჩილაძე დაიბადა 1970 წლის 30 მაისს, ქალაქ თბილისში.

რუსა მორჩილაძემ მუსიკალური განვითარება ადრეული ასაკიდან დაიწყო. მას ძალიან აქტიური და დატვირთული ბავშვობა ჰქონდა - ფესტივალები, კონცერტები, კონკურსები, მრავალი ოქროს მედალი, ლაურეატის წოდება და ა.შ. საწყისი ნაბიჯები ანსამბლ "კელაპტარში" და კვარტეტ "თოლიაში" გადადგა, მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში, ასევე სასცენო დადგმაში "და არს მუსიკა". 

განათლება:

  • 1977-1984 - მუსიკალური სკოლა - ფორტეპიანოს განხრით;
  • 1985-1990 - პროფესიული სამუსიკო სასწავლებელი - საგუნდო - სადირიჟორო განყოფილება. 
  • 1990-1995 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია - საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

  • 1985 წლიდან - საესტრადო მომღერლების მომზადება ვოკალში და სიმღერის კლასი;
  • 1995-1998   -   საქართველოს   საზოგადოებრივი   მაუწყებლის   მუსიკალური   პროდიუსერი, სატელევიზიო მუსიკალური ფესტივალები - „ოქროს მუზა“ და „იდეა“;
  • 1995-1998 - საერთაშორისო მუსიკალური  ფესტივალი „სლავური ბაზარი“ -  ექსკლუზიური მისიკალური პროდიუსერი;
  • 2000 წლიდან სხვადასხვა მუსიკალური კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე და წევრი;
  • 2008-2011   -   „TBC   TV   STUDIO“  -  სხვადასხვა   მუსიკალური   პროექტის   მუსიკალური პროდიუსერი, მათ შორის „მუსიკალური ლიგა“, „ცეკვავენ ვარსკვლავები“;
  • 2010-2012 - პირველი საერთაშორისო მუსიკალური პროექტის „VOICE“ - მუსიკალური პროდიუსერი;
  • 2010 წელი   -   მუსიკალური პროექტი   „ევროვიზია“   -   საქართველოს   მხრიდან   მუსიკალური პროდიუსერი;
  • 2011-2017 - „ტელეკომპანია იმედი“ - მუსიკალური დირექტორი;
  • 2013 წელი - ფესტივალი „ახალი ტალღა“ (იურმალა) - საქართველოს მხრიდან მუსიკალური პროდიუსერი   (ფესტივალზე   შესრულდა   სიმღერები   მისი   ავტორობით   და   საქართველოს წარმომადგენელმა მოიპოვა მე-2 ადგილი);
  • 2017 წელი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;
  • 2018   წლიდან   -   დღემდე   -   ქალაქ   თბილისის   მუნიციპალიტეტის   მერიის   კულტურის, განათლების,   სპორტისა   და   ახალგაზრდულ   საქმეთა   სამსახური,  დედაქალაქის   მერის კონსულტანტი კულტურის საკითხებში.
  • სხვადასხვა წლებში - ღონისძიება "თბილისობა" მუსიკალური ხელმძღვანელი.

2021 წელს - რუსა მორჩილაძე, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის მიერ, დაჯილდოებულია "Bests Of Georgia" საპატიო ორდენით. 

რუსა მორჩილაძემ პირველი სიმღერა "იები" 15 წლის ასაკში დაწერა. მას შემდეგ მან მსმენელს ათასობით სიმღერა აჩუქა, რომელთაგანაც უმრავლესობა ჰიტია. იგი არის:

  • ორი ყველაზე პოპულარული ქართული   მიუზიკლის „გაყრა“ და "შეყრა“ მუსიკის ავტორი.
  • ქართული მხატვრული ფილმის - „დარჩი ჩემთან“ მუსიკის ავტორი;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა 

სამინისტროს   კამპანიის   -   „არა   ძალადობას“   ჰიმნის   ავტორი;

  • ახალგაზრდული   ოლიმპიადის   ჰიმნის ავტორი;
  • პარაოლიმპიადის   ჰიმნის   ავტორი;
  • „რადიო   ფორტუნას“   ჰიმნის   ავტორი;
  • "ტელეკომპანია იმედის“ ჰიმნის ავტორი;
  • დემოგრაფიული ჰიმნის ავტორი და ა.შ.

რუსა მორჩილაძე არის კომპოზიტორი, რომლის სახელიც მჭიდროდ უკავშირდება საქართველოში თანამედროვე ქართული პოპ-მუსიკის ჩამოყალიბებას. მისი შემოქმედება მნიშვნელოვან გარდამტეხად იქცა იმ პერიოდში, როდესაც ქართულმა მუსიკამ ახალი სტილისა და ესთეტიკის ძიება დაიწყო.

რუსა მორჩილაძემ პირველმა შექმნა ქართული პოპ-მუსიკის ისეთი ჟღერადობა, რომელიც ტრადიციული მელოდიურობისა და თანამედროვე მუსიკალური ფორმების ორგანულ შერწყმას ეფუძნებოდა. მისმა ნამუშევრებმა გააჩინა სრულიად ახალი მუსიკალური ენა — უფრო თავისუფალი, ემოციური და დროის მოთხოვნებზე მორგებული. ამ სტილს მალევე გამოუჩნდნენ მიმდევრები, რაც საფუძვლად დაედო ქართულ პოპ-მუსიკაში ახალი მიმართულების ჩამოყალიბებას.

მისმა მუსიკამ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოიპოვა პოპულარობა, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რეგიონულ მუსიკალურ პროცესებზეც. სწორედ ამ ახალი ჟღერადობის წარმატებამ და მასობრივმა ინტერესმა შეუწყო ხელი იმ ტენდენციას, რომ ქართულმა პოპ-მუსიკამ ეტაპობრივად ჩაანაცვლა და სცენიდან განდევნა რუსული ესტრადის დომინაცია, რომელიც წლების განმავლობაში ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში.

რუსა მორჩილაძის მუსიკა აერთიანებს მსმენელთა სხვადასხვა თაობას და მუდმივად ინარჩუნებს აქტუალობას. მრავალწლიანი შემოქმედებითი გზის განმავლობაში მან შექმნა არაერთი ნამუშევარი, რომელიც ქართული მუსიკის თანამედროვე ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

დღეს რუსა მორჩილაძე აღიარებულია როგორც კომპოზიტორი, რომელმაც არა მხოლოდ მუსიკა შექმნა, არამედ შეცვალა ეპოქა, განსაზღვრა ახალი სტანდარტი და გავლენა მოახდინა ქართული პოპ-მუსიკის განვითარებაზე.